8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ევროკავშირს რუსული მარცვლეულის ტრანზიტის შეჩერებას სთხოვენ

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ლიდერები ევროკავშირს მოუწოდებენ, აკრძალოს რუსული მარცვლეულის ტრანზიტი ევროკავშირის ტერიტორიის გავლით.

ერთობლივ წერილში ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინულ სატვირთო გემებზე, რკინიგზასა და სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო ინფრასტრუქტურაზე მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკის დასუსტებას. ამავდროულად, აგრესორი ქვეყანა საკუთარი პროდუქციის ექსპორტისთვის ახალ მარშრუტებს, მათ შორის, ბალტიის ზღვის მიმართულებას ეძებს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, მიუღებელია ევროკავშირის ინფრასტრუქტურის გამოყენება აგრესორი ქვეყნის დასაფინანსებლად:

„რუსეთი ბომბავს უკრაინის პორტებს და ხელს უშლის უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებას, ამავე დროს კი ცდილობს, ევროკავშირის გავლით საკუთარი მარცვლეულის ტრანსპორტირებით შემოსავალი მიიღოს. ჩვენმა ინფრასტრუქტურამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი არ უნდა შეუწყოს. უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა აგრესორზე და დავეხმაროთ უკრაინას, საკუთარი პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე გაიტანოს“, — აღნიშნა კრისტენ მიხალმა.

banner
წინა სტატიაშიბერლინში მიხეილ სარჯველაძე გერმანული Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა
შემდეგი სტატიაფოთის პორტის გავლით საქართველოში “ტილიდინის” შემოტანისთვის პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა