ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დააწესოს

ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დააწესოს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

„ახლა ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ სანქციების ენით. საზოგადოება თუ არ იჩქარებს, ლიეტუვა იფიქრებს თავისი საკუთარი ეროვნული სანქციების დაწესებაზე“, – განუცხადა მედიასაშუალებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ევროკავშირსა და ევროსაბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

„ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები, ევროპის საბჭომ უნდა იმოქმედოს, რადგან ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების დარღვევა“, – წერს ლატვიელი დიპლომატი „ტვიტერში“. ედგარს რინკევიჩსმა რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მისთვის გამოტანილ განაჩენს საშინელი ცინიზმი და კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული უპატივცემულობა უწოდა.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი: ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს