ლათინოამერიკელი ღმერთის მითითებით 18 წელია გვირაბს თხრის

სალვადორის მკვიდრი, სანტიაგო სანჩესი 18 წელია გვირაბს თხრის. მისი თქმით, ამას ღმერთის მოთხოვბით აკეთებს – Daily Mail-ი წერს.
ის ამტკიცებს, რომ ღმერთის ხმა გაიგო, რომელმაც მას ყოველ დღეს 40 კილო მიწის ამოთხრა დაავალა. 69 წლის მამაკაცის თქმით, ის მხოლოდ ამ საქმისთვის აპირებს საკუთარი დღეების დახარჯვას. მან არ იცის გვირაბი სად უნდა გავიდეს, არც ის, როდის უნდა მორჩეს თხრას.
ერთ-ერთი იმათგანი, ვინც გვირაბში შესვლას შეეცადა, ამბობს, რომ ნახევარზე მეტი გზა ვერ გაიარა, რადგანაც შიგნით ჰაერი არ არის. სანჩესი ამბობს, რომ ეს გასაკვირი არა, რადგანაც, მხოლოდ მან უნდა მიიყვანოს საქმე ბოლომდე.
გვირაბის გამყვანის ცოლის თქმით, მის ქმარს ბევრი გიჟად თვლის, მაგრამ თვითონ ამას ყურადღებას არ აქცევს: “არავინ იცის, ღმერთი როდის რას მოითხოვს ჩვენგან” – თქვა ისაბელმა.

banner
წინა სტატიაშიGFK-ის ახალი კვლევა: ბარიერს 2 პარტია ლახავს – ,,ნაც. მოძრაობა“ 26%, ,,ქართული ოცნება“ 25%
შემდეგი სტატიაGFK-ს კვლევით საპრეზიდენტო მხარდაჭერა – მარგველაშვილი – 9.2%, ივანიშვილი – 1.2%