“ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც პრაიდი დაგვაძალა”

“ჩემის ღრმა რწმენით, დიდი ალაბათობით, ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას. პირველი რიგში, მე აქ მახსენდება აშშ-ს ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც, მიუხედავად ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელებში მისდამი მოწოდებისა, რომ გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ჩვენი ეკლესიის და ყველა ტრადიციული ძირითადი რელიგიის დენომინაციის ლიდერების მიმართვისა, არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას, რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია.”- თქვა მოძრაობა ერთობა, რაობა, იმედის ლიდერმა, ლევან ვასაძემ TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორთან, ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში… სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს ხოცავენ”
შემდეგი სტატიაშსს უთხზავს, როგორ გაიპარა კაიფში: გვარამია შსს-ს ვერსიაზე