18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ლაშხი იმედზე: ევროპარლამენტი დღეს გახდა მედიაზე თავდასხმის ინსტრუმენტი

“ევროპარლამენტი, რომელიც ფლაგმანი უნდა იყოს იმ ღირებულებების დაცვის, რომელიც მოიცავს მედიის თავისუფლებას და ვხედავთ რომ ევროპარლამენტი დღეს გახდა მედიაზე თავდასხმის ინსტრუმენტი. მაგალითად ბრეიზას განცხადებით, რომლებიც ამბობდნენ, მათ ქვეშ დაქვემდებარებული ქართველები, რომ ბრძოლას აზრი აქვსო, ბევრი ვიმუშავოთ რომ საკუთარი ქვეყნის მედია დაგვესანქცირებინაო და არ დაგვეშვაო.

ეს არის ის უბედურება, რაც სამწუხაროდ ზოგიერთ ქართველს სჭირს, რომელიც თვითონ ქართველის ხელით მოქმედებენ.

კი, ქილიკის საგანია ხოლმე დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია, მაგრამ ეს არის წმინდა წყლის გამოხატულება, როგორ ახდენენ გავლენას, მათ შორის, ევროპარლამენტზე და ამით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის არის დაქვემდებარებული და ინსტრუმენტად არის გამოყენებული, მათ შორის, იმ ღირებულებების არ დასაცავად, რომლისთვისაც იყო ეს გაერთიანება შექმნილი”,_  ამბობს “ოცნების” დეპუტატი მარიამ ლაშხი სანქცირებულ TV იმედთან.

banner
წინა სტატიაშიპირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
შემდეგი სტატიაფარულავა: საქართველოს ყველაზე მეტად შურის დასრულება სჭირდება, რაც სააკაშვილისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს!