ლაშა ჟვანიას განმარტებით შეუძლებელია მალხაზ მაჩალიკაშვილსა და პრეზიდენტს შორის სპონტანური შეხვედრა შემდგარიყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, შეუძლებელი იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი პრეზიდენტს დღეს რუსთაველის გამზირზე სპონტანურად შეხვედროდა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ დატოვა დღეს სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს დღეს დაგეგმილი ჰქონდა სიტყვით გამოსვლა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კომენტარი არ გააკეთა იმიტომ, რომ გრძელი სიტყვა ჰქონდა 9 აპრილთან დაკავშირებით როგორც 1989 წლის, ასევე 1991 წლის შესახებ. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრას, მას შეხვედრა რუსთაველის გამზირზე არ ჰქონდა დაგეგმილი. შეუძლებელია რუსთაველის გამზირზე ასეთი შეხვედრა პრეზიდენტთან სპონტანურად მოხდეს”,- განაცხადა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიგურიაში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო
შემდეგი სტატია„საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა“ – ევროსაბჭოს შენობის წინ ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ