ლაშა ჟვანია : ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყნების პირველი პირებიც დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყნების პირველი პირებიც დაესწრებიან, თუმცა ამის შესახებ ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაცია არსებობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ჟავანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

„სტუმრების სიას რაც შეეხება, აქ არის საუბარი დადასტურებებზე. დღის ბოლომდე ველოდებით საბოლოო დადასტურებას“,- აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

რაც შეეხება ინაუგურაციის დეტალებს, როგორც ჟვანიამ აღნიშნა, არჩეული პრეზიდენტის სურვილია, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას.

„მთაწმინდის პანთეონის მონახულება პროტოკოლით არის განსაზღვრული“,-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ლონდონსა და სტრასბურგში საელჩოებისთვის შენობების ყიდვას აპირებს
შემდეგი სტატიანოჯიხევიდან პირუტყვი უკვალოდ იკარგება