ლაშა ჟვანია უარყოფს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტი იგეგმებოდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი უფროსი ლაშა ჟვანია უარყოფს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იგეგმებოდა.

„პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში არც მონახაზი ყოფილა და არც რაიმე პროექტი, როდესაც ვსაუბრობდით მარტის თვეში, საუბარი იყო სექტემბერ-ოქტომბრის თვეზე, მანამდე პერიოდზე საუბარი არ ყოფილა, ასე რომ არასწორი ინფორმაციაა. ვსაუბრობდით, რომ სავარაუდოდ უნდა იყოს შემოდგომაზე. ეს მე აღარ მეხება უკვე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშაოს ამაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი – საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების წილი დაბალია
შემდეგი სტატიავადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მეგობარი ვარ, თუმცა ეს მომენტი არ უკავშირდება ჩემს პოზიციას