13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ლაშა ჟვანია: თანამედროვეობის დიდი მოღვაწე მიტროპოლიტი იობის საღვთისმეტყველო განათლების დადასტურებას ფიზიკურად დიპლომის არსებობა არ სჭირდება

თანამედროვეობის დიდი მოღვაწე და აღმშენებელი მიტროპოლიტი იობის საღვთისმეტყველო განათლების დადასტურებას ფიზიკურად დიპლომის არსებობა არ სჭირდება! მით უმეტეს, რომ ამას არ ითხოვს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება,-წერს სოციალურ ქსელში ლაშა ჟვანია.

მისი თქმით, დებულებაში არსად წერია, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს (ან უნდა წარმოადგინოს) დიპლომი.

,,დებულების მიხედვით კანდიდატს “უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება”. ანალოგიური ვრცელდებდა საქართველოს ეკლესიის მნათობ ღვაწლმოსილ და მისაბაძ მღვდელმთავრებზე – წმინდა სინოდის წევრთაგან “სტარეც”-ად აღიარებულ მიტროპოლიტ დანიელზე და ქვეყნისა და ხალხისთვის თავდადებულ მიტროპოლიტ ისაიაზე.

ასევე, “დებულების” მე-7-ე თავის მე-4-ე მუხლის შესაბამისად, სამღვდელმთავრო კანდიდატსაც “უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო და საერო განათლება”. ანუ ერთი მხრივ მღვდელმთავრობაში კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ხოლო კანდიდატობის პირობებში დიპლომის ქაღალდის არქონა კრიტერიუმის დარღვევად ჩაითვალა.

წმინდა სინოდი უფლებამოსილია დებულებაში შეიტანოს ცვლილება (არ სჭირდება გაფართოებული კრება) (დებულება; თავი 15; მუხლი 3). შესაბამისად, არასწორია ის აზრი, რომ ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ პატრიარქის არჩევის შემდეგ.
ეკლესიის საჭეთმპყრობლის არჩევის პროცესი ზედმიწევნით სწორი გზით უნდა წარიმართოს. “და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა”, რათა არ აღმოჩნდეს, რომ “ურჩ ექმნნეს და განაძჳნეს სული წმიდაჲ მისი, და გარდაექცა მათ უფალი მტერად და იგი ებრძოლა მათ.”-
წერს სოციალურ ქსელში ლაშა ჟვანია.

banner
წინა სტატიაშიშსს: სამეგრელოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კაცმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა
შემდეგი სტატიაეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი: საპატრიარქო არჩევნებში ადმინისტრაციის მხრიდან “მცირე დაზიანებები შეინიშნება”