ლაშა ჟვანია: ისრაელში ქართველ ებრაელს თავს დაესხნენ, ის მძიმედ დაშავდა

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ქალაქ აკოში, ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“აკოში დაშავებულია ძალიან მძიმედ ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე. ის საავადმყოფოშია, ინტენსიურ თერაპიაზე გადაყვანილი. ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, რამდენიმეს შეუძლია გაუმკლავდეს, მაგრამ ადამიანების ხროვა, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ არის, რა არის, პირდაპირ დაესხმებიან ხოლმე თავს. იაჰოში დღეს, ერთი საათის წინ სამხედროს დაესხნენ თავს, რაც უკვე იმის მანიშნებელია, რომ ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ქმედებები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს გადასულია საზღვრებს გარეთ”,- ამბობს ლაშა ჟვანია და აღნიშნავს, რომ დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებზე საუბარი არ არის.

ჟვანიას თქმით, შესაძლებელია, ისრაელის მთავრობამ ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება, შევიდეს სახმელეთო ჯარებით ღაზის ტერიტორიაზე.

“ექსპერტები გამორიცხავენ ამას, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია, ისრაელის ჯარს ჰქონდეს დიდი დანაკარგი ჯარისკაცების სიცოცხლის თვალსაზრისით და ამიტომ ალბათ, მაქსიმალურად თავს შეიკავებენ. თუმცა, შეიძლება, ხვალიდან სპეციალური ბრძანებით დამატებით დაახლოებით 7000 ჯარისკაცის გამოწვევა განხორციელდეს იმისათვის, რომ სამზადისში იყოს ჯარი, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს”,- ამბობს ჟვანია.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: შეიძლება “ლეიბორისტული პარტია” ყავდეს ქვეყანას და ხმები სახვეწარი იყოს?
შემდეგი სტატიაესპანური მხარე ქართულ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო