ლაშა ჟვანია – ისრაელის რომელიმე ქალაქიდან მოქალაქეებისა და ქალაქში მყოფი ადამიანების ევაკუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ​ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია

ისრაელის რომელიმე ქალაქიდან მოქალაქეებისა და ქალაქში მყოფი ადამინების ევაკუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ​ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ რაიმე ინფორმაცია საელჩოში არ არის შესული.

„ჩვენი ინფორმაციით, არც არიან ასეთები, რადგან დაუყოვნებლივ მივიღებდით ასეთ ინფორმაციას. ყველაზე დაცული ადგილი არის შენობა, რომელშიც ადამიანები იმყოფებიან. საჰაერო განგაშის შემთხვევაში უნდა ჩავიდნენ სპეციალურ თავშესაფარში, რომელიც არის საჰაერო თავდასხმის თავშესაფარი. სხვა ინსტრუქცია არის, რომ ტრასებსა და შენობიდან შენობაში გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ჩართულია საელჩოს ცხელი ხაზი, რომელიც გამოცხადებულია.

„ამ ტელეფონის ნომერზე სხვადასხვა კითხვით მოგვმართავენ ჩვენი მოქალაქეები, ზოგადად ეს არის პრაქტიკული კითხვები ფრენებთან დაკავშირებით, ან დავუშვათ თუ ვინმეს არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი პასპორტი გასამგზავრებელ დოკუმენტს ითხოვენ. ჯერ ჯერობით აეროპორტი არის დაკეტილი, როდესაც ისრაელი მთლიანად დარწმუნდება, რომ აეროპორტი არის უსაფრთხო და გაფრენა შეიძლება, ასეთ შემთხვევაში გაიცემა დამატებითი ინსტრუქცია. თუ აეროპორტი გაიხსნა ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს უსაფრთხო ზონად, სადაც შეიძლება, შედგეს რეისები საღამოსაც. ჯერ ჯერობით გადაწყვეტილება ისრაელის რომელიმე ქალაქიდან მოქალაქეების და ქალაქში მყოფი ადამიანების ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია“, – განაცხადა ჟვანიამ.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ისრაელის ელჩი – რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო – მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ