ლაშა ჟვანია : აზერბაიჯანში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იქნება საუბარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იქნება საუბარი.

„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, გარდა იმისა, რომ კავკასია ჩვენი საერთო სახლია, საერთო პრობლემებისა და საერთო გამოწვევების წინაშე ვართ. ამის შესახებ იქნება საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ისევე როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, პირველ ლედისთან და ვიცე-პრეზიდენტთან. შეხვედრაზე განიხილება თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, რომელიც საჭირო და აუცილებელია, როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე მთლიანად კავკასიისთვის“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიას გახსნის
შემდეგი სტატიაეკა ბესელია აცხადებს, რომ მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება 2017 წელს სასამართლო რეფორმისას დაიწყო