ლაშა ტუღუში : უსამართლო კანონი აზარალებს არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც

გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის აზრით, უსამართლო კანონი აზარალებს არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც.

ამის შესახებ ტუღუშმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგს გამოიღებს.

“როცა უსამართლო კანონს იღებ, როდესაც ფინანსური რესურსის კონცენტრაცია ხელოვნურად ხდება ერთი ტელევიზიის ჯიბეში და აზარალებს ყველა დანარჩენს, ეს თავისთავად ქმნის პრობლემებს, როგორც დანარჩენი კომერციული არხებისთვის, ასევე, ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ჩვენ არაერთგზის გამოვთქვით კრიტიკული მოსაზრებები სხვა მუხლებთან მიმართებითაც, როგორიცაა შესყიდვები, სტარტაპები, თანამშრომლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. ძალიან ბევრი შენიშვნა აქვს საზოგადოებას, მათ შორის, მედიას ამ კანონის მიმართ, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ამ წუთებში პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს ხვდება.

banner
წინა სტატიაშიშსს: ყალბი ოქროს ზოდების გაყიდვისთვის სომხეთის ორი მოქალაქე დავაკავეთ
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელისუფლება ვერ უშველის