26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ლაშა ტუღუში საზმაუს პირდაპირ ეთერში მოზარდის დაცემაზე: ამაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ხელმძღვანელი

მოვითხოვეთ, რომ ხვალვე გაიმართოს შეხვედრა და მოწვეული იქნეს დირექტორი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა ეს პირველ რიგში და არა მარტო იმ ნაწილის, რომელიც არის მოწვეული,- ამის შესახებ საზმაუს ბორდის წევრმა ლაშა ტუღუშმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება შიგნით იქნება ძალიან რთული იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ, რომ ეს პოლიტიკურია და ა.შ. ეს არის ის თემა, რომელმაც დააჯანჯღარა მთელი საზოგადოება იმიტომ, რომ ბავშვებს ეხება და აქ ნამდვილად ძალიან რთულია მათი მდგომარეობა. ამაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ხელმძღვანელი”,- თქვა საზმაუს ბორდის წევრმა ლაშა ტუღუშმა TV პირველის ეთერში

გუშინ ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, “ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა”.

banner
წინა სტატიაშიცემა და სადისტური მოპყრობა პოლიციის განყოფილებებში – TV პირველი კადრებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაპუტინი: ამჟამად ფრონტზე რუსეთის მხრიდან 700 ათასი სამხედრო იბრძვის