ლაშა ტუღუში: ეს არ არის თემები, რომელიც დაიმალება, ეს არ დაიმალება

რადიო

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც “რუსთავი 2”-ის საქმე და ზოგადად, საქართველოში არსებული მედიაგარემო მოხვდა, მედია ექსპერტები ეხმაურებიან.

მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ პრობლემები, რომელიც ანგარიშში მოხვდა, საერთო ჯამში ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

“ძალიან სერიოზული თემა არის “რუსთავი 2”-ის შიდა თემა და ახლა ხელების დაბანა, რომ თითქოს ეს არის რაღაც შიდა საქმე და ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ამის არავის არ ჯერა შესაბამისად, როდესაც ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, აუცილებლად დაგვხვდება წინ. ეს არა მარტო იმიჯზე მოქმედებს, არამედ მოქმედებს ზოგადად ქვეყნის პერსპექტივაზე, მის განვითარებაზე იმიტომ, რომ არ შეიძლება ვერეოდეთ სასამართლოს საქმეებში, არ შეიძლება ვერეოდეთ მედიის საქმეებში, არ შეიძლება ვერეოდეთ საკუთრების საკითხებში უხეშად. ეს არ არის თემები, რომელიც დაიმალება, ეს არ დაიმალება,“-განაცხადა მედია ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაში11 პარტია “რუსთავი 2”-ის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიაერევანში საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი დააკავეს