ლაშა ტუღუში: ჩვენ ჯიბის პრეზიდენტი არ გვინდა

რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ხმაურის ფონზე განიხილეს. კამათის მიზეზი, საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობა გახდა. შეკრებილ მოსახლეობას პოლიტიკოსებთან ერთად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიმართეს, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიაში შედიოდნენ.

ლაშა ტუღუშმა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობას არ სჭირდება “ჯიბის პრეზიდენტი”

”მე ვცდილობ არ ვიყო მკვეთრი. არ არის ახლა საჭირო ვიყოთ მკვეთრი, იმიტომ, რომ ისედაც დაძაბულია ხალხი, ათასი სოციალური პრობლემაა. მაგრამ ძალიან დიდი საფრთხე არის, რომ ჩვენ ამ ტიპის სისტემით მივიღოთ ჯიბის პრეზიდენტი. არ გვინდა ჩვენ ჯიბის პრეზიდენტი. ჩვენ გვჭირდება ღირსეული პრეზიდენტი.
მე პირადად დარწმუნებული ვარ ჩვენს ხალხს შეუძლია აირჩიოს ღირსეული ადამიანი, გათვალისწინებით ბევრი პრობლემის, ბევრი შეცდომის, რომელიც ჩვენ დავუშვით, მაგრამ ხომ უნდა დავსვათ წერტილი შეცდომების დაშვებაში, ხომ შეიძლება ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, სადაც ღირსეულ კანდიდატს შევარჩევთ. რატომ უნდა გვეშინოდეს ამისი და რატომ უნდა გვახვევდეს ვინმე თავს, ხომ შეიძლება ჩვენ თვითონ ავირჩიოთ პრეზიდენტი?”, – აღნიშნა ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე
შემდეგი სტატიაყოფილმა მთავარმა პროკურორმა 1 130 000 აშშ დოლარის ქონება შეიძინა