27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება.

„ვივამედიდან“ გამოწერეს, სახლშია, რომ დაისვენოს. წესით, ხვალ ან ზეგ გვინდა გამოკითხვა. კლინიკამ თქვა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე, ხელი აქვს დაზიანებული, რეზინის სარტყელი დაადეს, ასევე აქვს დაბეჟილობები, ტვინის შერყევა არ აქვს. ექიმმა თქვა, რომ სახლში უნდა გააგრძელოს მკურნალობა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაპუნა ლოცულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს, თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს.

ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაუილსონი – ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“- ვხედავთ რას წარმოადგენთ