“ჩემთვის როგორც ცნობილია, აკავებენ ახლა მოძალადე პოლიციელებს, მაგრამ აქ არის მთავარი ის, რომ უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და უნდა დაიწყოს წამების მუხლთ გამოძიება და უნდა დააკავონ წამების მუხლით, რადგან სამ ეტაპზე მოხდა პაპუნაზე ძალადობა, სამ ეტაპზე იძალადეს სხვადასხვა ადგილას და ეს პირდაპირ არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფას როგორ აყენებდნენ პაპუნას. ასევე პაპუნაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება თითქოსდა მან იძალადა პოლიციელზე მოვითხოვ: პროკურორმა მიიღოს დადგენილება და აღნიშნული საქმე შეწყვიტოს.
მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პაპუნა ვივამედში და უტარდებოდა სხვადასხვა კვლევები. მას დაუდგინდა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე სხვადასხვა დაზიანებები მთელს სხეულზე და სისხლჩაქცევები – აქვს ხელი დაზიანებული, რაზეც უნდა გააგრძელოს მკურნალობა სახლში.”- ამობს TV პირველთან პოლიციელების მხიდან ძალადობის მსხვერპლის პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
გუშინ, 27 მაისს, გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს, დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდართან დაკავშირები 6 პოლიციელი დააკავეს. ნაკლების ჩვენება


















