„რუსულმა რეჟიმმა არ იკმარა თავისუფალი ახალგაზრდების ციხეში ყოფნა და მათ კრიმინალი „ტიტუშკები“ მიუგზავნა საკანში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განსახორციელებლად. ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველი, აიყვანოს პირად კონტროლზე ეს საქმე და ყველა საგამოძიებო ორგანოს მოსთხოვოს გამოძიება.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ
“რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები აიყვანა ტყვედ და გამოკეტა გლდანის ციხეში, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი „ტიტუშკები“ მიაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და უნდოდათ მათზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა ვერ მოხდა ამ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ე.წ.ბადრაგი როდესაც მივიდა დაგვიანებით, როდესაც ეს „ტიტუშკა“კრიმინალი გაჰყავდათ საკნიდან, მას პირველი კითხვა დაუსვა – სად მიგყავართ, ტელეფონთან? აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული და ე.წ. “აჩოტების” ჩაბარება უნდოდა დამკვეთთან. ეს ყველაფერი არის არაადამიანური საქციელი, არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პატიმარ ადამიანთან შიგნით, საკანში შეუშვებ კრიმინალ “ტიტუშკას”, რომ მასზე იძალადოს ფიზიკურად. ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს პირადად სახალხო დამცველი, პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს აღნიშნული საქმე, გამოვიდეს და დაგმოს ძალადობა და თქვას, რომ ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები და გამოძიება მოსთხოვოს ყველა შესაბამის ორგანოს. ყველა დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა 15-20 წელი და აუცილებლად ყველასთან მივა სამართალი, ეს ადამიანები კი აუცილებლად მალე გათავისუფლდებიან.” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ