26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ლაშა ტყეშელაძე ხაბეიშვილის საქმეზე: სამართლებრივი ნონსენსია ადამიანს ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ წაუყენო ბრალი

დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ოპოზიციის დევნის საქმეზე პროკურატურის მოწმე პოლიციელების ჩვენებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის საბოტაჟის მუხლით ბრალის ხელახლა წარდგენა სამართლებრივად შეუძლებელია.

ცნობისთვის, აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის სახელი და გვარი ახსენა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ხაბეიშვილი ბრალდებული საერთოდ არ არის. უფლებადამცველი განმარტავს, რომ ვინაიდან პოლიტიკოსს საბოტაჟის მუხლით სასჯელი უკვე მოხდილი ან მისჯილი აქვს, ახალი ბრალდება ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას ეწინააღმდეგება.

„ყველანაირ სამართლის წესს ეწინააღმდეგება, რომ ადამიანს ერთი და იგივე ქმედებების გამო ორჯერ წაუყენო ბრალი. ლევან ხაბეიშვილს უკვე ორი წელი მიუსაჯეს საბოტაჟის მუხლით და სრულიად შეუძლებელია, სამართლებრივი ნონსენსია, რომ კიდევ ერთხელ ადამიანს თავიდან წაუყენო ბრალი… შეუძლებელია სამართლებრივად ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაუყენონ საბოტაჟზე ბრალი“, — აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე: ეს არის საქართველოს გადანაცვლება ავტოკრატიებისა და ტირანიების ჯგუფში
შემდეგი სტატიამარტა კოსი: თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებით ურთიერთკავშირის გაძლიერება ახალ დონეზე ავიყვანეთ