ლაშა თორდია დღეს არასამთავრობოებს შეხვდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც აუდიტის სამსახურში განაცხადეს, ლაშა თორდია არასამთავრობო სექტორს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების ფაქტის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. შეხვედრა აუდიტის სამსახურში 15.00 საათზე გაიმართება. როგორც ადამინის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე გამოძების ეფექტურობაზე იქნება საუბარი.

banner
წინა სტატიაშიჰერბერტ ზალბერი შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს ზესტაფონში გაიმართება