ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. მან ფინალში შვედი ტომი მაციასი დაამარცხა.

29 წლის ლაშა შავდათუაშვილისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს კარიერაში პირველი მედალია. გარდა ამისა, ამ ჩემპიონატზე ეს პირველი მედალია საქართველოს ნაკრებისთვისაც.

ამ მოგებით კი ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები აქვს მოგებული.

მანამდე კი, ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა. ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთში იმართება.

banner
წინა სტატიაშიGMC: მკვლელობაში ბრალდებული შსს ჩინოვნიკის მეუღლის ფირმამ 49 მილიონის ტენდერები მოიგო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი