ლაშა რუსთავსკის და 30 ქართველ კრიმინალს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ქართველ “კანონიერ ქურდს”, ლაშა რუსთავსკის და მის ჯგუფში გაერთიანელ 30-მდე კრიმინალს, სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოპერაციაში, სახელწოდებით- “კავკასიური ნორმანდია”, მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთისა და საბერძნეთის ძალოვანები.  დაკავების ღონისძიება საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა და  300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ლაშა შუშანაშვილს, იგივე ლაშა რუსთავსკის, “ევროპელ ესკობარს” უწოდებენ, აშშ-ში კი – “მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავეს”.
შუშანაშვილის ჯგუფი 2013-2015 წლებში სტრასბურგში, ლა-როშელში და სხვაგან მოქმედებდა. ამასთანავე, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ისინი გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაშიც სხვადასხვა დანაშაულებებში იყვნენ ჩართული.
როგორც საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, დაკავებული კრიმინალებიდან ზაზა ალიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვადის ამოწურვის შემდეგ მათ ქვეყნიდან გააძევებენ. ზაზა შუშანაშვილს, რომელიც სალონიკში დააკავეს, საფრანგეთის სასამართლომ დაუსწრებლად  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბერძნული სასამართლოს წინაშე გამოსვლისას შუშანაშვილმა თქვა, რომ ის საკუთარი სახელის “გაწმენდას”  საკუთარი ქალიშვილის გამო აპირებს , რომელიც სტუდენტია და მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს. ლაშა შუშანაშვილი კახა რუსთავსკის ძმაა, რომელიც რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს მეფედ ითვლება და რომელსაც გარდაცვლილი “კანონიერი ქურდის” დედ ჰასანის დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. კახა შუშანაშვილს საფრანგეთის მთავრობა საკუთარი თანამემამულის მკვლელობის შეკვეთაში სდებს ბრალს.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში 200-მდე ახალი პასპორტი და 3500-მდე ჩაწერის საბუთი გასცეს
შემდეგი სტატიათვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საზღვრის დელიმიტიზაცია-დემარკაციის საკითხების კომისია შექმნეს