24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ლაშა ფარულავა: თვეზე მეტია მიდიოდა მუშაობა ცვლილებებზე, გუნდი წინასწარ ინფორმირებული იყო

ნაციონალური მოძრაობის”  პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.

„თვეზე მეტია, მიდიოდა საუბარი, მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული ვიყავი და მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, როგორც ლიდერები, ასევე პოლიტსაბჭოს წევრები. რაც შეეხება თინათინ ბოკუჩავას განცხადებას, ეს ეხება იმ პოსტს, სადაც თანათავმჯდომარეები უნდა ყოფილიყვნენ თინა ბოკუჩავა და ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა თინას განცხადების შემდეგ თვითონ შეცვალა პოზიცია, რომ არ დათანხმდა თანათავმჯდომარედ ყოფნას“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის ერთ-ერთ მეჩეთში რელიგიური საგალობელი აიათოლა ხამენეის გამოსახულების წინაშე შეასრულეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ ყირიმის ხიდის ორივე მხარეს რუსული სამხედრო ლოგისტიკა გაანადგურა