14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ლაშა ფარულავა: თუ ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

“თუ ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი” ,_ აღნიშნული განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ გადაცემაში “დღის ამბები” გააკეთა.

“სააკაშვილის რომ არ ეშინოდეს, აბა მოდი ჩავატაროთ არჩევნები. მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება, რომ შეხვდეს ამომრჩეველს. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მთლიანად ამოტრიალდება ის საარჩევნო კალაპოტი, რომელიც ამ 14 წლის განმავლობაში იყო. ამოტრიალდება იმიტომ რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ნდობა და მიხეილ სააკაშვილს ეს ნდობა, რომ რასაც ამბობს იმას აკეთებს, აქვს”,_ განაცხადა ლაშა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
შემდეგი სტატიავის შეეხება 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარება