11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ლაშა ფარულავა: თუ ჩვენ სოფელს არ მივხედავთ რა ეკონომიკაზე, რა ფასების კლებაზე ვლაპარაკობთ

„90-იან წლებში ქართულმა სოფელმა გადაარჩინა საქართველო და თუ ჩვენ სოფელს არ მივხედავთ რა ეკონომიკაზე, რა ფასების კლებაზე ვლაპარაკობთ“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები აქვთ.

როგორც ლაშა ფარულავამ განაცხადა, მარნეულში ფერმერებს, რომლებიც ადგლობრივ პროდუქციას ყიდდნენ, აზერბაიჯანიდან შემოტანილი პომიდორი ცხვირწინ დაუდეს გასაყიდად.

გარდა ამისა, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ ქვეყანა სოციალური პრობლემების აფეთქების ზღვარზეა.

ლაშა ფარულავას თქმით, მიწაზე დასაქმებული ადამიანების დახმარება მნიშვნელოვანია, რომ მიწაზე შრომას ჰქონდეს ფასი.

banner
წინა სტატიაში“სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?!”- ირაკლი ზარქუა შალვა ნათელაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატია“მებდღვნა ტუჩებში, კინაღამ გამგუდა” – მსახიობი ქალი მეზობელს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს