8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ლაშა ფარულავა: სათამაშო ბიზნესს მწვანე შუქს უნთებენ – ლუდომანია ახალგაზრდებში სასიცოცხლო პრობლემაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საუბრისას ფარულავამ აღნიშნა, რომ ლუდომანია ახალგაზრდებში სასიცოცხლო პრობლემას წარმოადგენს, მმართველი გუნდი კი საზოგადოებრივი კამპანიის ნაცვლად სექტორს პრივილეგიებს ანიჭებს. მან ასევე მხარი დაუჭირა საპატრიარქოს ჩართულობას ამ საკითხის რეგულირებაში.

„სპორტი დაიქვემდებარა სათამაშო ბიზნესმა, სტადიონებს ტოტალიზატორების სახელებს არქმევენ. იმის მაგივრად, რომ ეროვნულ ჩემპიონატზე იზრუნონ, სათამაშო ბიზნესს ხელს უწყობენ. საპატრიარქო რომ ეუბნებათ, არასწორიაო, ამაზეც კი არ რეაგირებენ“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი უწყვეტ პროტესტზე: ეს არის არდათმობისა და გამძლეობის 700 დღე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მრავალპარტიულობის გაუქმება აღადგენს საბჭოთა კავშირს და დაგვაკარგვინებს ევროპას