6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ლაშა ფარულავა: რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში

“სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის.

რა ხდება რეალურად?

ბიძინა ივანიშვილი ქმნის სამართლებრივ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც:

ა) არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე ნებისმიერი კრიტიკული შეფასება გამოცხადდება სისტემურ არაღიარებად

ბ) ორგანიზებული საპროტესტო კამპანია დაკვალიფიცირდება როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაცია

ანუ სიმართლის თქმა გადაიქცევა სისხლის სამართლის დანაშაულად, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია და საერთოდ არ არის საღლიცინო.

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში, სადაც განსხვავებული აზრი ცხადდება საფრთხედ, კრიტიკა დანაშაულად, პროტესტი სახელმწიფოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად,-წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა.

banner
წინა სტატიაში“პირიქითაა, პირიქით”- გია ჯაფარიძე კობახიძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაბაჩო ახალია: გვყავს “კანონიერი ქურდები”, მაგრამ მოსამართლე არ გვყავს, პროცესი გახსნან