16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ლაშა ფარულავა “ოცნების” განცხადებაზე: სამარცხვინო!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე მიხეილ ყაველაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მათ სამარცხვინოს უწოდებს.

ფარულავას თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები გმირების საფლავთანაც კი ვერ ბედავენ რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და მტრის ხსენებას.

„ყველაზე მძიმე და სამარცხვინო ის არის, რომ “ქართული ოცნება” გმირების საფლავთან ვერ ამბობს, ვინ არის მტერი და ოკუპანტი. ლაპარაკობენ წინა ხელისუფლებაზე, ყველაფერს აბრალებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მათი პოლიტიკური ტყვეა. საუბრობენ რეზოლუციაზე და დუმან იმ საერთაშორისო შეფასებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებას. «რუსეთი არის მტერი, რუსეთი არის ოკუპანტი, დიდება გმირებს!» — ეს არის დღეს, 18 წლის შემდეგ მთავარი სათქმელი და არა ის, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს და აკეთებს“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მმართველი პარტიის ლიდერები ომში დაღუპულთა მემორიალთან 8 აგვისტოს გამოჩნდნენ, რადგან „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის დაწყების თარიღად სწორედ ამ დღეს მიიჩნევს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გამართულ ბრიფინგზე მათ ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მემორიალთან 7 აგვისტოს მიდიან. მათი განმარტებით, 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად გამოცხადება რუსულ ნარატივს იმეორებს, ვინაიდან პირველი რუსული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ 7 აგვისტოს შემოვიდნენ.

banner
წინა სტატიაში“გიორგი ბარამიძეს წიხლი არ ეკუთვნის”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიადრონების იერიში გელენჯიკზე — ხანძარი საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე გაჩნდა