15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ლაშა ფარულავა: მტერი გვაჯერებდა, რომ ქართველების ბედი რუსეთის მსახურებაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ რიყის პარკში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და რიყის პარკის სიმბოლურ მნიშვნელობაზე გაამახვილა.

“აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა! ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

მტერი გვაჯერებდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია. მტერი გვაჯერებდა, რომ კორუფცია ნორმაა, რომ თითქოს ქართველები იმისთვის დავიბადეთ, რომ რუსეთს ვემსახუროთ. არა და არასოდეს! თავისუფლება მიშას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

დიახ, ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის და სიმბოლურია, რომ დღეს ვართ რიყის პარკში. ეს არის პოლიტიკური განსხვავებების მკაფიო მაგალითი. აქ არის ორი პარადიგმა, რომელსაც ქვეყანაში ქმნიდა მიხეილ სააკაშვილი, რომ შევარდნაძის კორუმპირებულ დაჯგუფებას ჰქონდა ეს ტერიტორია მიტაცებული, მათი ჯიბის გასქელებას ემსახურებოდა ეს ადგილი. მიშამ ხალხს დაუბრუნა, ხოლო ივანიშვილმა ეს ტერიტორია ისევ ოლიგარქებს გადასცა და რიყის დოქები ჯართად ჩააბარეს. არა მხოლოდ რიყის დოქები ჩააბარეს ჯართად, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები გადააქციეს რუსული ინტერესების გავლენის ინსტრუმენტად.

ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის და თუ დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს საქართველოს, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს ყველას, ვინც იბრძვის სიმართლისთვის.

თავისუფლება მიშას!”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის რესპუბლიკურში ექიმები “ემერჯენსის” უფროსის სავარაუდო გათავისუფლებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი