25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ლაშა ფარულავა: მდინარაძეს ვერც კობახიძის პროტექციამ უშველა, ის პოლიტიკიდან გააგდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

ფარულავას განცხადებით, მდინარაძის წასვლა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი გადაწყვეტილებაა, რასაც საფუძვლად შიდა კორუფციული დაპირისპირება და ფინანსური მაქინაციები უდევს.

„მამუკა მდინარაძე არა მხოლოდ თანამდებობიდან გაუშვეს, არამედ პოლიტიკიდანაც. გაუშვა ივანიშვილმა. ვერ უშველა ირაკლი კობახიძის პროტექციამ, ვერ უშველა ვერაფერმა, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო კრიმინალური, კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა, კრიპტოანგარიშებზე ფულის გადარიცხვა — ასე ვრცელდება ინფორმაცია მმართველ გუნდში.

ეს არის კრიმინალური რეჟიმი და კორუფციული დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა დიდი ერთიანობით უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში. არც მამუკა მდინარაძე და არც ირაკლი ღარიბაშვილი არაფერს წარმოადგენენ — ამ პირამიდის მთავარ წვერს ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მისი განმარტებით, პოლიტიკიდან წასვლაზე ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს, საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორსა და ბიზნესში გეგმავს, ხოლო პოლიტიკაში დაბრუნებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დაუშვებს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ვირთხების რბოლაში შემდეგი ირაკლი კობახიძეა
შემდეგი სტატიაარმაზ ახვლედიანი: ივანიშვილი ნებისმიერს გაწირავს საკუთარი თავისა და მიტაცებულის გადასარჩენად