„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა მოსკოვისთვის გაგზავნილი სიმბოლური გზავნილია.
ფარულავას თქმით, ეს საკადრო ცვლილება ეკონომიკურ სარგებელს არ უკავშირდება და პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის ფონზე რუსეთისადმი ერთგულების დემონსტრირებას ემსახურება.















