19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ლაშა ფარულავა გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის პოლიტიკური პარტიების განადგურებისა და ტერორის დასაწყისი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი არა განცხადებაზე რეაგირება, არამედ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია.

ფარულავას თქმით, ბარამიძემ აფხაზეთის ომის ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტებები უკვე გააკეთა და განცხადების შინაარსი დააზუსტა.

„სიგიჟეა, რასაც გვთავაზობს ე.წ. ხელისუფლება, რუსული რეჟიმი. ამ ქვეყნის პატრიოტს, გია ბარამიძეს უყენებენ ბრალდებას აფხაზეთის ომის საკითხზე… დღეს პირდაპირ დაგვიანონსეს, რომ აპირებენ პარტიების აკრძალვას, დაიწყეს პროპაგანდისტული კამპანია.

საქართველოს გარუსების ბოლო ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო პარტიების აკრძალვა და გია ბარამიძის დაკავება არის ამ სიგიჟის ნაწილი. არავინ თქვას, რომ გია ბარამიძემ რაღაც განცხადება გააკეთა — ეს არის დასაწყისი იმ ტერორის, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების განადგურებას ამ ქვეყანაში“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში
შემდეგი სტატიალელა ჯეჯელავა გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: მგონი ერთადერთი იყო გარეთ, ვისზეც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული