11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ლაშა ფარულავა: გილაურის დაფინანსებაზე კითხვები ლეგიტიმურია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა, რომელიც პარტიის დაფინანსებასა და ექსპრემიერ ნიკა გილაურის როლს უკავშირდება.

ფარულავას თქმით, ოპოზიციურ პარტიებში ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს და მილიონების წარმომავლობაზე დასმული კითხვები აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

„ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრი რომ იყო და წავიდა ქვეყნიდან, მას შემდეგ 14 წელი არ გამოჩენილა. ამის შემდეგ მოდის დიდძალი ფინანსური რესურსით, სად დააგროვა ეს ფინანსები?.. ლაპარაკია მილიონებზე და ლაპარაკია იმაზე, რომ ეს მილიონები ისე მივიდა პოლიტიკურ პარტიაში, რომ არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია.

ნიკა გვარამია რასაც ამბობს, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმისა, რომ როგორმე „გააპრაოს“ ნიკა გილაურის მონაწილეობა ამ პროცესში. საბანკო ოლიგარქიის ფულის „გაპრავებას“ ცდილობს… როდესაც ივანიშვილის რეჟიმს პრეტენზიებს უყენებ კორუფციაზე, კორუფციული გარიგებით არ უნდა მოქმედებდე შენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს სდებს“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ივანიშვილი ელოდება მომენტს, რათა კობახიძის კარიერაც საბოლოოდ დაასრულოს
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უმაღლეს დონეზეა მოწვეული”- მაკა ბოჭორიშვილი კობახიძის საფრანგეთში ვიზიტზე