„ჩვენ ვხედავთ შიდა კლანურ დაპირისპირებას ორ ბანდიტურ ჯგუფს შორის, რომელიც ერთის მხრივ წარმოდგენილია როგორც სამართალდამცავი უწყება, მეორეს მხრივ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი. ეს არის რეალურად ივანიშვილის მართვის მოდელი, ივანიშვილის პარტია ყველანაირად ხელს უწყობს დაპირისპირებას.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ხარებასა და სინჯიკაშვილის დაპირპირებასთან დაკავშირებით
„ივანიშვილის პარტიას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა, მხოლოდ ეყრდნობა ძალოვან უწყებებს, რომლებიც გარდაიქმნენ ბანდიტურ დაჯგუფებად. ახლა ჩვენ ვხედავთ შიდა კლანურ დაპირისპირებას ორ ბანდიტურ ჯგუფს შორის, რომელიც ერთის მხრივ წარმოდგენილია როგორც სამართალდამცავი უწყება, მეორეს მხრივ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი. ეს არის რეალურად ივანიშვილის მართვის მოდელი და ცხადია, იმის ნაცვლად, რომ იწყებოდეს გამოძიება და კონკრეტული ადამიანები იყვნენ დაკავებულები, ჩვენ ამ კუთხით ვერაფერს ვხედავთ. ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ივანიშვილის პარტია ყველანაირად ხელს უწყობს დაპირისპირებას და მათ შორის ძალოვანი უწყება მთლიანად არის ჩამოშლილი.“- განაცხადა ლაშა ფარულავამ