19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ლაშა ფარულავა: 5 აგვისტოს იმიტომ დავნიშნეთ ეს ყრილობა, რომ მას ყველა დასწრებოდა, ცხადია, თინა ბოკუჩავასაც ველოდებით

ყრილობაზე თინა ბოკუჩავასაც ველოდებით, გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდება – თინა დროებით საბჭოში ერთ-ერთი კანდიდატია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა საბჭომ წესდების შესაბამისად იმოქმედა.

„თინა ბოკუჩავა ერთ-ერთი კანდიდატია მმართველ საბჭოში, დროებით საბჭოში. ყველა ლიდერი არის ამ საბჭოში. 5 აგვისტოს იმიტომ დავნიშნეთ ეს ყრილობა, რომ მას ყველა დასწრებოდა, ცხადია, თინა ბოკუჩავასაც ველოდებით. გაგვიხარდება თუ ის შემოგვიერთდება.

რაც შეეხება ლეგიტიმურობის ეჭვს, პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა წესების დაცვით, დებულების შესაბამისად. წესდების შესაბამისად იმოქმედა პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწვია ყრილობა. ყრილობა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამასთან დაკავშირებით იქნება დღეს საუბარი, მათ შორის ყრილობაზე, როდესაც კონკრეტული მომხსენებელი გააჟღერებს საპროცედურო საკითხებს. ცხადია, არანაირი ლეგიტიმურობის ეჭვი არ არსებობს, თუ ვინმეს აქვს, დღეს გაიფანტება“, – აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშივახო სანაია: ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება
შემდეგი სტატიავინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს- კობახიძე