11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ლაშა პაპაშვილი: “სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესვლა მოსაწონი არ არის”

ბიზნესმენი, რძის პროდუქტების კომპანია „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „შესვლა მოსაწონი არ არის“.

განცხადება ბიზნესმენმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა.

„ნაკლებად ვიყავი ქვეყანაში, გუშინ დავბრუნდი, მაგრამ მე მგონი, მოსაწონი არ არის. ეს საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება ოპერატიული ინფორმაცია სჭირდებოდათ და არ ვამტყუნებ. უხეშობას იქ ადგილი არ ჰქონია და კოოპერაცია იყო ბიზნესსა და უწყებებს შორის. მათ შორის [შეხვედრაზე] დასვეს აქ საკითხი, რომ მათთვის მიუღებელია ასეთი შესვლა და შემოწმება, იმიტომ რომ დამალული აქ არაფერია. მაგრამ ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად სჭირდებოდა ალბათ მთავრობას“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებების შედეგად შესაძლებელია ფასების გაიაფება.

„არ არის ადვილი საქმე, თუმცა შესაძლებელია, პრინციპში, რატომაც არა. შეიძლება მრავალმხრივ დაიზოგოს [თანხა], ქსელები თვითონ, ბანკები, გადახდის მექანიზმები. ასარჩევია ქვეყნის გზა – უნდა ადგილობრივი წარმოების განვითარება, თუ უნდა იმპორტის ფასები დაარეგულიროს და შეამციროს“- თქვა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკეტებისა და დისტრიბუტორების რამდენიმე ათეულ კომპანიაში შევიდა. გამოითხოვეს გარკვეული დოკუმენტაცია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქურდაძე: “ფასის რეგულირება შესაძლებელია, ვიღაცის ჯიბეს უნდა დააკლდეს”
შემდეგი სტატიასუს-ის თანამშრომელი, რომელიც მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, 52 წლის სიმონ წაქაძეა