14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ლაშა პაპაშვილი: არ ყოფილა მთავრობა მე რომ არ ვოპონირებდე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეგ არის

“კარგი გამონათქვამია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს: ექიმმა იექიმოს, მეცხვარემ მეცხვარეობას მიხედოს. თუ პოლიტიკაში გინდა, განაცხადებ და მიდიხარ პოლიტიკაში და ჩვენს ქვეყანაში, მე როგორც ვიცი, არავინ გიკრძალავს. მიკრძალავენ მაგას? შვილები უკვე წამომეზარდნენ, ახლა რომ მომინდეს რატომღაც – გადავაბარო ჩემი ბიზნესი და წავიდე პოლიტიკაში, ამიკრძალავს ვინმე? მე მგონი, ვერა.

რატომღაც ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს შევეხოთ: ან ერთი პარტიისკენ იყო, ან მეორე პარტიისკენ და გაფუჭდეს ბიზნესი. არც ჩავღრმავებივარ რა კანონი მიიღეს, არ ვიცი… რა უნდათ, რომ პოლიტიკაში არ შევიდე? მე, ლაშა პაპაშვილი?

მე სულ ვოპონირებ ყველასთან, არ ყოფილა მთავრობა მე რომ არ ვოპონირებდე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეგ არის: ბიზნესში ვარ, მე მეტს ვითხოვ, მე მინდა სულ მხარდაჭერა, სულ ნაკლები გადასახადი და სულ მეტი შეღავათი. ამდენად, არ ვიცი რა მიიღეს. პოლიტიკაში [ჩარევისგან] რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავოს ადამიანმა თუ ბიზნესი ხარ, ბიზნესმენი ხარ – ბიზნესში ხარ”,- თქვა ჟურნალისტებთან ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა ბიზნესისთვის საჯარო პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის საკითხზე საუბრისას, BMG-ის ცნობით.

banner
წინა სტატიაშიჩაანაცვლებს თუ არა “მსოფლიო თასზე” ირანს იტალია
შემდეგი სტატიამურთაზ ზოდელავას ადვოკატი: ოქსიმორონია არა “მშვიდობიანი დამხობა”, არამედ მშვიდობიანი პროცესის ძალადობრივად შეფასებაა