ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება

შალვა შავგულიძე კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ განაყოფთან ერთად, რომლის წევრები დღეს არიან იმ რეჟიმის იდეოლოგები“ – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსახურები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან.

„ისინი იყვნენ რეჟიმის მსახურები, ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ იმ რეჟიმის იდეოლოგები – ბოკერია და ძმანი მისნი გამოსწორდნენ იმ დონეზე, რომ მათ შეიძლება ქვეყანა ვანდოთ. თუმცა, იმავდროულად, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ შეუძლებელია, გამოსწორდეს რეჟიმის ერთ-ერთი ნაწილი. ანუ, იდეოლოგი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ის მოსამართლეები, რომლებიც რეჟიმს ემსახურებოდნენ, შეუძლებელია“ – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, თუკი რამე ცხადყოფს შალვა შავგულიძის პოზიციის სიმრუდეზე, ცხადყოფს მისი დღევანდელი პოზიცია.

„ძალიან მარტივად უყურებს და ცდილობს ბატონი შალვა, რომ სამართლებრივი ეკვილიბრისტიკით შეგვიყვანოს იმ ლაბირინთებში, სადაც ჩვეულებრივი მსმენელისთვის ძნელი გასაგები იქნება, შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა, უნდა დაეწერა თუ არ უნდა დაეწერა“ , – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს წარმომადგენელი – „რაც მოხდა არის კანონდარღვევა და პოლიცია მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ყოველთვის მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“
შემდეგი სტატიარომან კაკულია – ცესკო-ს თავმჯდომარე შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყოს