ლაშა ნაცვლიშვილი: მოშუშებული არ არის ის იარები, რაც ცხრაწლიანმა რეჟიმმა მოიტანა

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია არასწორად დაგეგმეს, რამაც მათი მარცხი გამოიწვია.

ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ამომრჩევლის ხმებს მოუტანდათ.

“ამ სტერეოტიპმა არ იმუშავა, რადგან საქართველოში არასტანდარტული ვითარება იყო შექმნილი. 2012 წლიდან, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება უმთავრეს ოპოზიციურ პარტიაზე, “ნაციონალურ მოძრაობაზე” გაცილებით პოპულარულია.

მოშუშებული არ არის ის იარები, რაც ცხრაწლიანმა რეჟიმმა მოიტანა. ის ამომრჩეველი, რომელმაც “ქართული ოცნება” როგორც კოალიცია მოიყვანა ხელისუფლებაში, ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხვდება
შემდეგი სტატიარაჭაში 3.1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა