ლაშა მესხი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს:
პატივცემულო პრეზიდენტო, 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. მხოლოდ 2018 წელს 18 ადამიანი უკვე შეეწირა სახელმწიფოს უგნურ ეკონომიკურ პოლიტიკას.
უმძიმესი სტატისტიკიდან და კიდევ უფრო მძიმე შრომის პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ჩვენი მშრომელები იმსახურებენ სახელმწიფოსგან მეტ დაფასებას.
ამიტომ გთხოვთ, 28 აპრილს იმ ასობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც სამუშაო ადგილზე დაიღუპა დაუშვათ დროშები. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებულის სიცოცხლე და თუ ამას ვერ ახერხებს პატივი მაინც სცეს მათ ხსოვნას!
ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს მანიერი ტენდენცია:
ბიზნესი კლავს – სახელმწიფო ითვლის!

banner
წინა სტატიაში“ტელეიმედის” დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიააგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ