12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“ლაშა მებრძოლი ადამიანია, სასამართლოზე ისაუბრებს სიმართლეზე” – ხაბეიშვილი ლაშა ცანავას დაკავებაზე

“ვვარაუდობ, რომ ლაშას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით – არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით – დაგიჭერენ.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – “ლაშა პატრიოტია — საკუთარი ოჯახის მოყვარული, უანგარო ქართველი, რომელიც ყველა ბრძოლაში ჩემ გვერდით იდგა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ის არის ჩემი მეგობარი და ძმა. სწორედ ამიტომ დააკავეს – უნდათ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ.
დღეს ლაშა დააკავეს, ხვალ ტიტუშკას მომიგზავნიან.

დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდება. ლაშა მებრძოლი ადამიანია და იქ ისაუბრებს აბსოლუტურ სიმართლეზე – რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.

ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით – არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით – დაგიჭერენ.

მაგრამ ბოდიში და, ჩემს გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან – ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები. და ჩვენ ბევრნი ვიქნებით – ამას ყველა ნახავს.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაში“თირკმელს გააყიდინებს და 800 მილიონს მიატანინებს” – ხაბეიშვილი ხსნის, რატომ დატოვა კალაძე ივანიშვილმა
შემდეგი სტატიადაკავების შემდეგ ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა