ლაშა კაციას საქმე – საია ადამიანის უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვაზე საუბრობს და შსს-ს მიმართავს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ადამიანის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის პრაქტიკის გაგრძელებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

საქმე ეხება 9 მარტს მომხდარ ფაქტს, რომელშიც მოქალაქე ლაშა კაცია ფიგურირებს.

კაციას მტკიცებით, სამმა პოლიციელმა იგი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა, პოლიციის მანქანაში იძულებით ჩასვა და მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მომხდართან დაკავშირებით კაცია გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. მის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ლაშა კაციას მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა პოლიციის იმ განყოფილებაში, რომლის თანამშრომლებიც მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში არიან მხილებულნი, უკანონო იქნება.

„თითქოსდა ლაშა კაციამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს. მაშინ როდესაც მისი გადმოცემით, არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არამედ დაემორჩილა მათ მოთხოვნას. მსგავსი ტიპის რისკები უნდა დააზღვიოს სასამართლომ, რომელიც არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ სამართალდამცველების ჩვენებებს,“-აცხადებს საია-ს იურისტი მერი დაუშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში არასრულწლოვანი ჩაცმულობის და გარეგნობის გამო სცემეს – დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებას მიმართავს