ლაშა კაცია პროკურატურაში დაიბარეს

დიჯეი ლაშა კაცია შსს -ს გენერალურ ისპექციასა და და პოკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქმე ეხება მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მას სამართალდამცველებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლაშა კაციას თქმით, სამართალდამცველები მას ნარკოტიკის ჩადებითაცემუქრებოდნენ. კაცია დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს.
„ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების მომენტშიც მოხდა და მათ შორის, მანქანაში… გაჩერებულები ვიყავით, სადაც თეთრი ფერის შკოდის მანქანა მოვიდა, ჩავთვალე, რომ მათზე უფრო ზემდგომი პიროვნება მოვიდა ამ დროს, რომელიც ჩაჯდა ასევე, ჩვენს მანქანაში, სადაც მეც ვიმყოფებოდი უკვე ბორკილებდადებული. ამ კაცის მოსვლის დროს, უშუალოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, თუმცა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ,“ – განაცხადა ლაშა კაციამ

banner
წინა სტატიაშირუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო საზოგადოებაში პრემიერის, მთავრობის პოლიტიკას მაღალი შეფასება იმიტომ აქვს, რომ რაციონალიზმზეა ორიენტირებული