ლაშა იორდანიშვილი -პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰესი არ აშენდება

„ხადორი 3“-ზე არის თემა გადაწყვეტილი, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ისე შევიდეთ, – ამის შესახებ ჰესის მშენებელი კომპანიის, „ფერის“დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

როგორც იორდანიშვილი ამბობს, ხეობის მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული და ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

„იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერა არ იქნება, ამის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად ვიმუშავებთ გამოსავალზე. პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, ისე არ აშენდება. ადგილობრივებთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. ხეობის მოსახლეობის ნაწილი ჩვენთან მუშაობს. მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული და შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი. მაქსიმალურად ავუხსენით მათ, რომ არ არის საფრთხის მომტანი. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ჯერ არ არის მიღებული”, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მინდა მოგილოცოთ სასიხარულო ამბავი, თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს მეგობრებო”
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო