ლაშა გოგიას და გია გულორდავს 2 წელი პატიმრობა და 4 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავას 2 წელი  პატიმრობა  და 4 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. ამის შესახებ “თაიმერს” პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე 1 ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

13 სექტემბერს ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის ზუგდიდის მერის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიშედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი – ბიძინა გეგიძე
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო: გაატარეთ შვებულება საქართველოში