ლაშა გოგიას და გია გულორდავას სასამართლო პროცესი გადაიდო

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას, ვიცე-მერის გია გულორდავას და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ გამოძიების ამ ეტაპზე კახა მიქაიასა და ჟურნალისტ ნანა ფაჟავას მიერ მიცემულ დაკითხვის ოქმს დაკავებულების  უფლებადამცველები სრულად ეთახმებიან ამიტომ მათ საამართლო დაკითხვაზე უარი განაცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

banner
წინა სტატიაში18 საათიდან ბავშვები ღამის კლუბში არ დაიშვებიან – კილაძე
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : არც ერთი ქმედება არ რჩება დაუსჯელი, დანაშაულს თუ ჩაიდენთ, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი