ლაშა გოგია და გია გულორდავა გაათავისუფლეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 18, 2020 00:02

ლაშა გოგია და გია გულორდავა გაათავისუფლეს

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში ადასტურებენ.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღეს.

“ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის ლ.გ-ს და გ.გ-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა), მოსახდელად დარჩენილი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით – შინაპატიმრობით”, – აღნიშნავენ პენიტენციალურ სამსახურში.

ზუგდიდის ყოფილ მერი და ვიცემერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 18, 2020 00:02

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics