ლაშა გობაძემ რუსი მოჭიდავე დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოva

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე 67კგ წონით კატეგორიაში ლიცენზიის მფლობელები გამოვლინდნენ.

ქართველმა მოჭიდავე ლაშა გობაძემ დაძაბულ ნახევარფინალურ შეხვედრაში რუსი მილად ალირზაევი 9:5 დაამარცხა და ფინალში გასვლით ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ლაშა გობაძესთან ერთად ბუდაპეშტში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა რამაზ ზოიძემ, რომელმაც ფუნალში გასასვლელი შეხვედრა სომეხ გალსტიანს პირველივე პერიოდში მოუგო აშკარა უპირატესობით – 10:1
ქართველ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ექვსი ოლიმპიური წონითი კატეგორიიდან 4-ში – 67-87-96-130 კგ წონით კატეგორიებში აქვთ მოპოვებული ლიცენზიები, 60-77კგ წონაში ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად კი მათ კიდევ ერთი შანსი 6-9 მაისს, სოფიაში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირზე მიეცემათ. ლიცენზიის მოსაპოვებლად სოფიაში პირველი ან მეორე ადგილის დაკავება იქნება საჭირო.

banner
წინა სტატიაშიქალს, რომელმაც მე-6 კლასელი შვილიშილის ორი თანაკლასელი იძულებით დააჩოქა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაკარდიოლოგმა სოლომონ ზეიკიძემ და ექიმთა ჯგუფმა სამცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქცია გამართეს