ლაშა დვალიშვილი პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი წევრია

სპორტული ჟურალისტი ლაშა დვალიშვილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წევრია. როგორც მან დღეს ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე განაცხადა, ის საარჩევნო სიაში იქნება.

“ეს გუნდი ეს პარტია მოდის ძალიან ძლიერი, ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდით და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ იყოს ხალხის სამსახურში. სიასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ ვარ საარჩევნო სიაში. ხვალიდან, ზეგიდან დაიწყება ინტენსიური მუშაობა სიის შემადგენლობაზე, დღეს ჩვენთვის მთავარი არის ეს დიდი ღონისძიება.”- აღნიშნა დვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანის მთავრობამ პრეზერვატივების რეკლამა აკრძალა
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს”